ძირულა-მოლითის 25-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები გრძელდება
ძირულა-მოლითის 25-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები გრძელდება
08 ნოე, 2022 10:54:33

ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო სამოსის და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება მეორე, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთს, დარჩენილი სამუშაოების გასაგრძელებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს: ახალი ასფალტის საფარის, ხიდების, წყალგამტარი ნაგებობების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის ღირებულება 51 467 681 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: