ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის და ჩოხატაური-ბახმაროს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის და ჩოხატაური-ბახმაროს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
04 ნოე, 2022 09:52:34

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: