26-27 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძარობა დროებით შეიზღუდება
26-27 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძარობა დროებით შეიზღუდება
25 ოქტ, 2022 20:34:50

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 (ე.წ. „ნასაკირალის უღელტეხილი“) მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ ფილიალი საქართველოში, ახორციელებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგებას. რის გამოც, 2022 წლის 26 ოქტომბრის 08:00 სთ-დან 27 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

დროის აღნიშნულ პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: