20 ოქტომბრიდან ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
20 ოქტომბრიდან ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
19 ოქტ, 2022 12:30:48

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე დაგეგმილია ქ.ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან გუგუნავას ქუჩის კვეთამდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან, სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან გუგუნავას ქუჩის კვეთამდე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: