სოფელ ხახმატთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
სოფელ ხახმატთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
18 ოქტ, 2022 10:14:15

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (სოფ. ხახმატი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე გრძელდება მოძრაობის სრულად აღდგენის სამუშაოები.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოშლილმა კლდის მასამ გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: