17-19 და 20-22 ოქტომბერს ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
17-19 და 20-22 ოქტომბერს ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
13 ოქტ, 2022 17:34:41

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00სთ-დან 19 ოქტომბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 20 ოქტომბრის 00:00სთ-დან 22 ოქტომბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: