შუა ხორგა-ყულევის გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

11 ოქტ, 2022 08:27:13
უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მდინარე ხობისწყალის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის შედეგად, საავტომობილო გზა დაიტბორა. შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფი 26-ე კმ-დან (სოფ.პატრა ფოთი) ყულევის ტერმინალისკენ მიმავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: