ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება
11 ოქტ, 2022 10:01:42

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და  ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას ჩაუტარდება.

პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ქუვეითის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ხოლო მერე და მესამე მონაკვეთები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარია.

ხულო-ზარზმის გზის პროექტით გათვალისწინებულია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პირველ და მეორე მონაკვეთებზე, რომელიც ჯამში 42 კმ-ს მოიცავს, ამ დროისთვის, მიწის ექსკავაციის, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობის 70%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს 4 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. დაწყებულია, გზის საფუძვლის სტაბილიზაციისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე,  საფარი 2 კმ-მდე მონაკვეთზე უკვე დაგებულია, ხოლო წლის ბოლომდე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა დაგეგმილია 15 კმ-მდე მონაკვეთზე.

რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 11 უბანზე განვითარებული მეწყრული პროცესების სახით შექმნილ გამოწვევებზე ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავების ღონისძიებები. 

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: