მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
05 ოქტ, 2022 10:41:32

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და გაივლის სოფლებს ყიზილ-აჯლოს, ფარიზის და ცურტავს. გზა მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთზე გადის. 

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების  შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტის  ღირებულება 6 184 352 ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი  კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის, ისე ბოლნისისა და დმანისის ტურისტულ ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: