საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
04 ოქტ, 2022 11:59:08

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 16 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

აღნიშნული მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას.

პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების  შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 8 699 999 ლარია და მისი დასრულება 2023 წლის ივნისში იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: