შუახევის მუნიციპალიტეტში 10 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
შუახევის მუნიციპალიტეტში 10 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
27 სექ, 2022 12:56:12

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტში, 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. 

სარეაბილიტაციო გზის რელიეფი მთიანია და როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის.  გზის მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის  59-ე კილომეტრზე და ამავე გზის 68-ე კილომეტრზე სრულდება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდება გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდება საგზაო სამოსი, 1 ხიდი, შეკეთდება კიუვეტები და არსებული ხელოვნური ნაგებობები; ცალკეულ მონაკვეთებზე გაგანიერდება გზის სავალი ნაწილი; ახლიდან მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და შეკეთდება მოსაცდელები; მოინიშნება გზის სავალი ნაწილი, განახლდება საგზაო ნიშნები და შემოფარგვლები, რაც უზრუნველყოფს ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან, ასევე წარმოადგენს საგზაო კავშირს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზებთან.

გზის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარით ფინანსდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: