საავტომობილო გზების დეპარტამენტი
23 სექტემბერიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი (ანგისა)- ახალციხის გზის კმ 86+440-კმ86+640 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
23 სექტემბერიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი (ანგისა)- ახალციხის გზის კმ 86+440-კმ86+640 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
21 სექ, 2022 09:33:36

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86+440-კმ86+640 მონაკვეთზე, ხულო-გოდერძის 1 ლოტის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს კლდის ფერდის დამუშავება და ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2022 წლის 23 სექტემბერიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე და 14:00სთ-დან 19:00სთ-მდე. მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: