22-23 სექტემბერს ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის კმ53-კმ54 მონაკვეთზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება

22-23 სექტემბერს ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის კმ53-კმ54 მონაკვეთზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
20 სექ, 2022 17:10:59
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ53-კმ54 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ჯავახავტოგზის“ მიერ დაგეგმილია ძველი პარაპეტების შეცვლა ახლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 22 და 23 სექტემბერს 07:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე სავალი ნაწილი შევიწროვება ერთ სამოძრაო ზოლზე 15-20 წუთიანი ინტერვალებით. ერთი პარაპეტის შეცვლის შემდგომ, საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება, დაგროვილი საავტომობილო ნაკადის გასატარებლად.
