21 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 162-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
21 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 162-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
20 სექ, 2022 15:11:43

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 162-ე კმ-ზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია “ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს ხიდზე ლითონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 21 სექტემბერს 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე გარკვეულ პერიოდში გზა ჩაიკეტება 20 წუთით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: