13-14 სექტემბერს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ125-კმ126 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
13-14 სექტემბერს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის კმ125-კმ126 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
12 სექ, 2022 21:50:39

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ125-კმ126 მონაკვეთზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიმდინარეობს ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოები, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2022 წლის 13-14 სექტემბერს 08:00სთ-დან 14:00სთ-მდე. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: