შოვამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შოვამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
06 სექ, 2022 12:43:10
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ141 (ჭომა-შოვი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული საავტომობილო გზის კმ141-კმ164 (შოვი-მამისონის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა