31 აგვისტოს და 1 სექტემბერს ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის კმ68-კმ69 მონაკვეთზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
31 აგვისტოს და 1 სექტემბერს ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის კმ68-კმ69 მონაკვეთზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
30 აგვ, 2022 15:13:40

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯავახავტოგზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ68-კმ69 მონაკვეთზე აწარმოებს ამორტიზირებული რკინა-ბეტონის პარაპეტების შეცვლის სამუშაოებს.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, სავალი ნაწილი დროებით, პერიოდულად შევიწროვდება ერთ სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება 2022 წლის 31 აგვისტოს 06:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე და 1 სექტემბერს 06:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: