ირაკლი ქარსელაძე - ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები უკვე 3 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს

30 აგვ, 2022 11:08:47
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იან გვირაბში სამუშაოები მაღალი ტემპით უკვე 3042 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს. გვირაბის გაყვანის გარდა, მიმდინარეობს მისი მოსახვაც. დღეში სრულდება დაახლოებით 12-15 მეტრამდე ექსკავაციის სამუშაო და ვიტოვებთ იმედს, რომ გეოლოგიური პირობები მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ გვირაბის გაყვანის არსებული გრაფიკი“, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-ის სიგრძის და 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის კლდოვან ქანებში მშენებლობის სამუშაოები 2021 წლის მაისში დაიწყო. გვირაბის გაყვანა პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანით - TBM-ით (Tunnel Boring Machine) ხდება. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 3 კმ-ისა და 42 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბში 3 კმ-ისა და 300 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს.
„დანადგარი მაღალ ტექნოლოგიურია და ყველა მისი მნიშვნელოვანი კომპონენტის მართვა სენსორების მეშვეობით მართვის პულტიდან ხდება. უსაფრთხოება უზრუნველყოფილია როგორც გაყვანის პროცესში, ისე გათვალისწინებულია პროექტის ფარგლებშიც - 9 კმ-იანი საევაკუაციო გვირაბის, სავენტილაციო, ხანძრის ქრობის, შეტყობინების სისტემების სახით და მრავალი სხვა კომპონენტით. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად გვექნება უნიკალური და ამავდროულად ყველა საჭირო სისტემით აღჭურვილი უკიდურესად უსაფრთხო გვირაბი,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი. აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც.
ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.
მინისტრმა პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტი არის პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც არსებულ გზას უკავშირდება - ეს არის უამინდობის გამო გზის ხანგრძლივი ჩაკეტვა და სოფლების ელემენტარულ საჭიროებებზე წვდომის შეზღუდვა. აღარც ტრანზიტული ტრანსპორტი იმოძრავებს კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ, სატრანსპორტო მოძრაობისგან განტვირთავს კურორტს, მეორე მხრივ კი, თავად სატრანზიტო მიმოსვლას ბევრად უსაფრთხოს გახდის.
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: