წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
23 აგვ, 2022 12:27:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მალე დაასრულებს.  

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მისი  გამართული ფუნქციონირება მოსახლეობისთვის  და სამონასტრო კომპლექსის სტუმრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ასევე, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებებიც, ავტოსადგომი, საგზაო ნიშნები და მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3.6 მილიონ ლარამდეა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: