საავტომობილო გზების დეპარტამენტი
11-12 აგვისტოს ღამის პერიოდში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 157-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
11-12 აგვისტოს ღამის პერიოდში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 157-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
09 აგვ, 2022 11:10:07

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 157-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 11 და 12 აგვისტოს 02:00 სთ-დან 06:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: