9 აგვისტოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
9 აგვისტოს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
08 აგვ, 2022 15:38:27
სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის
საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე, ე.წ. „ჯაპანის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოებს. ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა.
სამუშაოთა წარმოებისათვის 2022 წლის 9 აგვისტოს 09:00 საათიდან 20:00 საათამდე სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ადგილობრივი ქსელის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის საავტომობილო გზის გამოყენებით.

სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთისსაავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე, ე.წ. „ჯაპანის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოებს. ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენა.


სამუშაოთა წარმოებისათვის 2022 წლის 9 აგვისტოს 09:00 საათიდან 20:00 საათამდე სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ადგილობრივი ქსელის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: