ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
08 აგვ, 2022 10:38:52
წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, მდინარეების ადიდებამ გამოიწვია სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ26 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა