5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 332-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 332-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
05 აგვ, 2022 13:21:39

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 332-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდი, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია) ა(ა)იპ „საქართველოს ბეემვეს კლუბის“ მიერ დაგეგმილია დრიფტის სერიების (იგივე ჩემპიონატის) ეტაპის ჩატარება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2022 წლის 5 აგვისტოს 20:00 სთ-დან 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნინოშვილის ქუჩის გავლით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძის ქუჩის გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: