სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდა
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდა
27 ივლ, 2022 14:15:26

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ აწარმოებს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოების წარმოებისათვის სავალი ნაწილი ჩაკეტილია და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადართულია დროებით შემოსავლელ გზაზე. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება

აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: