20 ივლისის 23:00 სთ-დან 21 ივლისის 08:00 სთ-მდე ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
20 ივლისის 23:00 სთ-დან 21 ივლისის 08:00 სთ-მდე ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
18 ივლ, 2022 11:54:18

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა 2022 წლის 20 ივლისს 23:00 სთ-დან 21 ივლისის 08:00 სთ-მდე.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქ. ქობულეთის  გავლით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: