12 ივლისს ღამის პერიოდში ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

10 ივლ, 2022 19:55:31
საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო  გზის 157-ე კილომეტრზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა  და  ხიდების  სამშენებლო ჯგუფი“  საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 12 ივლისს 02:00სთ-დან  06:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10-15 წუთიანი ინტერვალით შეიზღუდება. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: