გორის სატრანსპორტო კვანძი-ვარიანის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

გორის სატრანსპორტო კვანძი-ვარიანის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
29 ივნ, 2022 14:11:42
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი (სატრანსპორტო კვანძი)-ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზის კმ9 მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ლიახვმა დააზიანა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც კმ1-კმ12 მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
