ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა სპეციალური რეჟიმით
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა სპეციალური რეჟიმით
28 ივნ, 2022 10:30:47
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო  კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. 
შეგახსენებთ, რომ 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. შეგახსენებთ, რომ 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: