საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მარნეული-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარნეული-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
24 ივნ, 2022 11:24:30

საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ერთმანეთთან აკავშირებს  მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდგომ, აღნიშნული მიმართულება სრულად იქნება რეაბილიტირებული.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდგომ, აღნიშნული მიმართულება სრულად იქნება რეაბილიტირებული

საგზაო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას.

პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების  შეკეთებას და ახლების მოწყობას; ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: