წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
17 ივნ, 2022 10:46:58

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო-ხონის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის და წყალტუბო-ხონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი, სოფელ გვიშტიბიდან იწყება და სოფელ გუბისწყალში სრულდება. 5.5 კმ-იანი მონაკვეთი, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. არსებული გზა, ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლების მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ასევე, მოხდება საგზაო ნიშნების განთავსება და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.8 მლნ ლარით ფინანსდება და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: