ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკურორტო ზონებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკურორტო ზონებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
16 ივნ, 2022 10:30:51

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 6.5 კმ-იანი მონაკვეთისა და  წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთები მოიცავს ქალაქ ბორჯომის ცენტრალური პარკის შესასვლელიდან  სოფელ სადგერის ტერიტორიამდე და წაღვერის თემში, კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე მისასვლელ გზებს.

გზის მონაკვეთები საკურორტო ზონაში გადის და მათი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროექტის შესაბამისად, მიმდინარეობს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ტროტუარების სანიაღვრე ქსელის) შეკეთება და ახალი ნაგებობების მოწყობა,  გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის  მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა. 

განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და  უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმიწფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: