რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

10 ივნ, 2022 12:07:54
რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის საავტომობილო გზის 19 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს.
ამ დროისთვის გზის ერთ მონაკვეთზე გვერდულებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა, ხოლო მეორე მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 16 443 900 მლნ. ლარია.
სამუშაოები ეტაპობრივად ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: