ბეთანიის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი
ბეთანიის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი
09 ივნ, 2022 15:46:53

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გზის სარეაბილიტაციო 7.1 კმ-იანი მონაკვეთი გაივლის სოფელ კვესეთს და ბეთანიის მონასტრამდე მიდის, რომელიც ასევე, უერთდება თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება; საგზაო სამოსის მოწყობა; კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების  შეკეთება და ახალი ნაგებობების მოწყობა; მიწის ვაკისის და გზის სავალი ნაწილის გაგანიერება; მიერთებების და სავალი ნაწილის მონიშვნა; საგზაო ნიშნების მონტაჟი და შემოფარგვლა.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი იყო გრუნტიანი და ართულებდა ტრანსპორტის გადაადგილებას. ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების, ასევე ფეხით მოსიარულე ტურისტების და დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: