რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება
რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება
09 ივნ, 2022 09:44:57
დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.
ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება.
შეგახსენებთ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა.ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება.შეგახსენებთ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: