ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში მოქმედმა „ეკოკლუბმა“ დასკვნითი ღონისძიება გამართა
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში მოქმედმა „ეკოკლუბმა“ დასკვნითი ღონისძიება გამართა
08 ივნ, 2022 14:28:13
ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში მოქმედმა „ეკოკლუბმა“ დასკვნითი ღონისძიება გამართა
ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ფუნქციონირებს „ეკოკლუბი“, რომლის წევრებმაც, 7 ივნიისს, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შემეცნებითი სალექციო კურსი დახურეს.
გარდა ამისა, სკოლის ეზოში „ეკოკლუბის“ ფარგლებში გამართული ნახატების კონკურსის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. ჯამში, კონკურსში მონაწილეობა 20-მდე ბავშვმა მიიღო, რომლებიც ქვეშეთის სკოლის V-XI კლასელები არიან.
„გვიხარია, რომ პროექტში ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ჩაერთო. ისინი აქტიურად ესწრებოდნენ და უსმენდნენ ჩატარებულ ლექციებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებსა თუ ტრენინგებში, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და ნახეს, თუ როგორ მუშაობს გვირაბის საბურღი მანქანა TBM. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მათთვის. ასეთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის, გარემოს დაცვის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ,“ - აცხადებს „ეკოხედვის“ აღმასრულებელი დირექტორი გეგი სოფაძე.
საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე. ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდათ. ასევე, ჩატარდა გამწვანების აქცია და ექსკურსია ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ობიექტებზე, მათ შორის, ყველაზე დიდი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზეც. სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეები ნახატების კონკურსში ჩაერთვნენ.
„ეკოხედვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ეკოკლუბმა შეიმუშავა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ.

ქვეშეთის სკოლაში საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლაში ფუნქციონირებს „ეკოკლუბი“, რომლის წევრებმაც, 7 ივნიისს, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების შემეცნებითი სალექციო კურსი დახურეს.გარდა ამისა, სკოლის ეზოში „ეკოკლუბის“ ფარგლებში გამართული ნახატების კონკურსის გამოფენა მოეწყო. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

ჯამში, კონკურსში მონაწილეობა 20-მდე ბავშვმა მიიღო, რომლებიც ქვეშეთის სკოლის V-XI კლასელები არიან.

„გვიხარია, რომ პროექტში ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმეტესი ნაწილი ჩაერთო. ისინი აქტიურად ესწრებოდნენ და უსმენდნენ ჩატარებულ ლექციებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებსა თუ ტრენინგებში, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და ნახეს, თუ როგორ მუშაობს გვირაბის საბურღი მანქანა TBM. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მათთვის.ასეთი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირებისთვის, გარემოს დაცვის, მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ,“ - აცხადებს „ეკოხედვის“ აღმასრულებელი დირექტორი გეგი სოფაძე.

საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის მთავარი მიზანია ხადის ხეობის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

ჯამში, პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს 5 ლექცია ჩაუტარდათ. ასევე, ჩატარდა გამწვანების აქცია და ექსკურსია ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ობიექტებზე, მათ შორის, ყველაზე დიდი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზეც. სალექციო კურსის ბოლოს კი სკოლის მოსწავლეები ნახატების კონკურსში ჩაერთვნენ.

„ეკოხედვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ეკოკლუბმა შეიმუშავა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ქვეშეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვას, სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქციებს, ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებას გარემოსდაცვით თემებზე და ა.შ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: