9 ივნისს რიკოთის გვირაბის დასავლეთ პორტალი-სოფ.შროშას მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
9 ივნისს რიკოთის გვირაბის დასავლეთ პორტალი-სოფ.შროშას მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
08 ივნ, 2022 13:11:59

საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ144-კმ173 მონაკვეთზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთ პორტალი-სოფ.შროშა) მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორი ორგანიზაცია "არალი" აწარმოებს ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. აღნიშნულის გამო, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 9 ივნისს 06:00 სთ-დან, 10:00 სთ-მდე, ზემოხსენებულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში და გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: