ტირძნისი - დიცის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ტირძნისი - დიცის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
02 ივნ, 2022 10:14:35

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ტირძნისი-დიცის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი  გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გზის ძირითადი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის გზასთან, სოფელ ტირძნისიდან იწყება და აკავშირებს სოფელ დიცთან, რომელიც დროებითი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ბოლო სოფელია. სოფელ დიცისთვის, ეს მონაკვეთი ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზაა.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

ამ გზის რეაბილიტაცია მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და  სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსვე იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: