27 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
27 მაისს ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
26 მაი, 2022 14:31:44

საერთაშორისო  მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო  გზის 154-ე კილომეტრზე, ხევი-უბისას მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის  კონტრაქტორი  ორგანიზაცია  ,,ჰუნანის გზებისა  და  ხიდების  სამშენებლო ჯგუფი“  საქართველოს ფილიალი ახორციელებს გვირაბის პორტალის ექსკავაციის სამუშაოებს. რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 27 მაისს 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: