გუდაურთან მისასვლელი ადგილობრივი გზის მშენებლობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედებისა და განსახლების პროცედურების გაცნობის მიზნით საჯარო შეხვედრა ჩატარდა
გუდაურთან მისასვლელი ადგილობრივი გზის მშენებლობის ფარგლებში გარემოზე ზემოქმედებისა და განსახლების პროცედურების გაცნობის მიზნით საჯარო შეხვედრა ჩატარდა
25 მაი, 2022 15:06:14

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, გუდაურთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებთან, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების გაცნობის მიზნით, საჯარო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას გარემოსა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი მიხეილ უჯმაჯურიძე და განსახლებისა და გარემოს დაცვის სამსახურის წარმომდგენლები უძღვებოდნენ.

გუდაურის მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის განხორციელება დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ახალი გზა, მოიცავს ზაქათკარი-გუდაურის მისასვლელ გზას და  არსებულ გზას ზაქათკართან აკავშირებს, საიდანაც  ქვეშეთი-კობის მშენებარე საავტომობილო გზასთან მოხდება შეერთება.

შეხვედრის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას  გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტით და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურები გააცნეს. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ იმ სოციალური ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც  განსახლების დოკუმენტი ითვალისწინებს და დეპარტამენტი პროექტის ფარგლებში განახორციელებს. ამასთანავე, განიხილეს, გარემოზე ზემოქმედების კუთხით დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებები.

შეხვედრის ბოლოს,  მოსახლეობის მხრიდან დასმულ კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა უშუალოდ პროექტს, სოციალურ პაკეტებსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას,  დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან ამომწურავი პასუხები გაეცა.

გუდაურთან მისასვლელი ახალი გზის სიგრძე, 5 კმ. იქნება და მისი საშუალებით, სოფელი ზაქათკარი დაუკავშირდება დაბა გუდაურს, რაც არახვეთსა და გუდაურს შორის არსებული საავტომობილო გზის შემოვლის საშუალებას მოგვცემს. არსებულ მონაკვეთზე, მოძრაობის ინტენსივობა ძალიან მაღალია, ახალი გზა კი მეტად კომფოტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას, ასევე გამარტივდება კურორტში სტუმრობა და  საკუროორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, გუდაურამდე მისასვლელ გზასთან ერთად აშენდება ტურისტული ცენტრი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: