წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
24 მაი, 2022 12:05:19

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. აღნიშნული გზის გამართულად ფუნქციონირება, მოსახლეობისთვის,  ტურისტული თვალსაზრისით და მომლოცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე აქამდე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი.

რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია, გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტირდება ხიდი მდ. კავთურაზე. მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ავტოსადგომი, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.6 მლნ ლარამდეა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: