გურიის რეგიონში 7 სხვადასხვა მონაკვეთზე 62.4 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16 მაი, 2022 11:47:42
გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 სხვადასხვა მონაკვეთზე 62.4 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 58.5 მლნ. ლარია.
კომპანიამ, გარკვეული სახის სამუშაოები დაიწყო ცალკეულ მონაკვეთებზე, მაგრამ გეგმა-გრაფიკთან მიმართებით სამუშაოების ტემპი საკმაოდ დაბალია. დეპარტამენტმა, უკვე აამოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები კომპანიის მიმართ და სამუშაოების ტემპი თუ ვერ დაეწევა გეგმა-გრაფიკს, საჯარიმო სანქციების გარდა განიხილება ხელშეკრულების შეწყვეტაც.
გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, ჩინურმა კომპანიამ ,,China Road & Bridge Corporation”-მა გაიმარჯვა.
რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის (მათ შორის ნასაკირალის მონაკვეთი), ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ზომლეთის და საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: