6 აპრილს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
6 აპრილს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
05 აპრ, 2022 15:52:02

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაზიანებული სავენტილაციო სისტემის შეკეთების მიზნით, 2022 წლის 6 აპრილის 00:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისგორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: