ახალქალაქი-კარწახის და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
ახალქალაქი-კარწახის და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
20 მარ, 2022 09:09:37

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ცუდი მხედველობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე, კმ33-კიროვაკანი-კუმურდოს საავტომობილო გზის კმ1-კმ10 მონაკვეთსა და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ55-კმ83 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: