სურამის კვანძი-ხუნევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
სურამის კვანძი-ხუნევის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
16 მარ, 2022 23:07:12

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ158 (სურამის კვანძი-ხუნევი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ225 (ნატახტრის კვანძი-ბაღდათის კვანძი) მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: