თბილისი– სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა
თბილისი– სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა
16 მარ, 2022 21:08:10

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი– სენაკი–ლესელიძისსაავტომობილო გზის კმ28–კმ225 (ნატახტრის კვანძი -ბაღდათის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ135–კმ158 (სურამის კვანძი-ხუნევი) მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: