ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა, ხოლო ტრაილერებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა, ხოლო ტრაილერებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
07 მარ, 2022 14:53:35

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე, 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: