სოფელ მარელისთან მეწყერის გამო ცენტრალურ გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა, მსუბუქი ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია სოფლის გავლით
სოფელ მარელისთან მეწყერის გამო ცენტრალურ გზაზე მოძრაობა დროებით აიკრძალა, მსუბუქი ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია სოფლის გავლით
07 მარ, 2022 11:20:01

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფ. მარელისთან, საავტომობილო გზაზე  მეწყერი ჩამოწვა, რამაც აღნიშნულ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ჩაკეტა. ამ ეტაპზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია სოფ. მარელისზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გავლით.

ადგილზე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები და აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: