კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
02 მარ, 2022 22:59:14

ზვავსაშიშროების და ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ლიპყინულის გამო, კმ30-კმ171 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო  კმ138-კმ171 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება თავისუფალია. 

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: