კახეთის დაკავშირების გაუმჯობესების პროექტის
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების განახლებული ანგარიშის
საჯარო განხილვა
განხილვის დრო: 2022 წლის 28 თებერვალი, 15:00
მისამართი: ქ. საგარეჯო, დ. აღმაშენებლის ქ. #13 კულტურის სახლის შენობაში, (ახალგაზრდულ დარბაზში)
განიხილება:
• საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საგარეჯოს აღმოსავლეთიდან (თოხლიაურის გადაკვეთა) ბადიაურამდე მდებარე საავტომობილო გზის მონაკვეთის კახეთის დაკავშირების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების განახლებული ანგარიშის საჯარო განხილვა.
• განხილვის მიზანია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება, საჩივრების განხილვისა და დაკმაყოფილების მექანიზმი, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შემარბილებელი ღონისძიებები, დაინტერესებულ პირთა ჩართულობა და ინფორმირებულობა, ინფორმაციის მიღების და მიწოდების გზები და სხვა.