საგარეჯოს აღმოსავლეთიდან-ბადიაურამდე მდებარე გზის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების: განსახლების სამოქმედო გეგმის და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება
საგარეჯოს აღმოსავლეთიდან-ბადიაურამდე მდებარე გზის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების: განსახლების სამოქმედო გეგმის და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება
28 იან, 2022 16:43:55

დაკავშირებისა და ლოჯისტიკის გაუმჯობესების პროექტის 

საგარეჯოს აღმოსავლეთიდან-ბადიაურამდე მდებარე გზის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტების:

განსახლების სამოქმედო გეგმის და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის

 საჯარო განხილვა გაიმართება ქ საგარეჯოს კულტურის სახლის შენობაში

განხილვის დრო: 4 თებერვალი 2022 წელი, (12სთ და 2 სთ)

  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საგარეჯოს აღმოსავლეთიდან (თოხლიაურის გადაკვეთა) ბადიაურამდე მდებარე საავტომობილო გზის მონაკვეთის დაკავშირებისა და ლოგისტიკის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, განსახლების სამოქმედო გეგმისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება
  • საჯარო განხილვის მთავარი მიზანია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს და დაინერესებულ მხარეებს საშუალება მიეცეთ გაეცნონ პროექტს და ინფორმირებულნი იყვნენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: პროექტის ფარგლებში, მათ მიერ მიწის, უძრავი ქონების და/ან შემოსავლის წყაროს შესყიდვისა და კომპენსირების საკითხები, საჩივრების განხილვისა და დაკმაყოფილების მექანიზმი, პროექტის ზემოქმედების მონიტორინგი და შემარბილებელი ღონისძიენბები, დაინტერესებულ პირთა ჩართულობა და ინფორმირებულობა, ინფორმაციის მიღების და მიწოდების გზები და სხვა.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: